top of page

მანერულებო ცოტა კაცურად მოიქეცით!


ბევრ ქვეყანაში აღინიშნება LGBT ქომიუნითის დღე/თვე, თითქოს ყველა პატივს უნდა ვცემდეთ ერთმანეთს ჩვენი საზოგადოების შიგნით და ერთმანეთთან ბრძოლის მაგივრად გვერდი-გვერდ უნდა ვიდგეთ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც აქტიურ დისკრიმინაციას გვიწევენ.

მოდით დეტალურად განვიხილოთ ის "კატეგორიები" LGBT ქომიუნითიში, რომლების მიხედვით ჩვენ თვითონვე აღვიქვამთ და ვყოფთ საკუთარ თავებსაც და სხვებსაც.

წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს ერთი ყუთი, სადაც თავი აქვს მოყრილი ამ საზოგადოების ყველანაირ წარმომადგენელს, ყველა კატეგორიას, რომლების მიმართაც, თითქოს და ნეგატიური დამოკიდებულებები გვიჩნდება და როგორც წესი, მათთან კომუნიკაცია და მათთან ერთად ხალხში გამოჩენა "გვიტყდება" ხოლმე.

ვინ გვყავს ამ ყუთში?

მოდით განვიხილოთ თითოეული მათგანი და გავწმინდოთ ეს ყუთი იმ კატეგორიების LGBT ადამიანებისაგან, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას თავს ჭრიან და ცუდად წარმოაჩენენ:

შეგვილია დავიწყოთ "შავი გეი ბიჭებით", მოდით ვიყოთ რეალისტები, არავის უნდა შავი გეი ბიჭი გვერდით, ასევე არც აზიელი, ასე რომ მოდით ამ ყუთიდან მოვაცილოთ ეს ორი კატეგორია. მოკლედ თუ თეთრი არ ხარ უბრალოდ ადექი და წადი! ასევე ყუთიდან უნდა მოვაცილოთ მსუქანი გეი ბიჭები..დღეს თუ ხარ გეი და არ გაქვს დიდი კუნთები, ლამაზი პრესი და დიდი ტრაკი ამ ყუთში შენი ადგილი არაა. ბისექსუალი ბიჭები- ისინი არავის უნდა, კარგით რა, ბისექსუალი ბიჭები ყველაზე დიდი მატყუარები არიან და იცით რატომ? იმიტომ, რომ ისინი თავს იტყუებენ საკუთარ ორიენტაციასთან დაკავშირებით, ისინი უბრალოდ გეი ბიჭები არიან და უნდათ, რომ ამ კატეგორიის ქვეშ დაიმალონ და შეეძლოთ "მოწონდეთ როგორც გოგოები, ასევე ბიჭები", ეს შეუძლებელია, ასე რომ ჩვენი ყუთიდან ბისექსუალი ბიჭების მოცილებაც მოგვიწევს.

რაც შეეხება რელიგიურ გეი ხალხს... ვაუუ.. გეი ხარ და ამავდროულად ღმერთის გწამს..ჰაჰა.. რას აკეთებ ჩვენს ქომიუნითიში საერთოდ?! რელიგია ხომ ყველანაირ კონტექსტში ჩვენი წინააღმდეგია.

რა დაგვრჩა ყუთში? ჰმმ... ამ ყუთში ბოლო კატეგორიაა მანერული გეი ბიჭები, იმედია არც კი გიჩნდებათ კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ მათაც მოუწევთ დატოვონ ჩვენი ყუთი, იმიტომ, რომ არავის უნდა მანერული გეი ტიპი. თუ გოგო მინდოდა წავიდოდი და გოგოებთან დავიწყებდი ურთიერთობის აწყობას. თუ გაქვთ რაიმე სახის მანერები, თუნდაც მცირე ოდენობით ჩვენი ყუთიდან წაბრძანება მოგიწევს, ცოტა კაცურად მოიქეცით რა, ნუ გვარცხვენთ!!!

მადლობა ყველას ვინც წაიკითხეთ ჩემი გულის ნადები, გულზე მომეშვა, რომ შევძელით ჩვენი ქომიუნითის ყუთის გაწმენდა, ყველა იმ ადამიანისგან, ვინც არ გვინდა, რომ ჩვენს საზოგადოებაში იყოს და მას წარმოაჩენდეს.

ახლა კი დაგვრჩა ეს მშვენიერი ყუთი სავსე....... ყუთში აღარავინაა....

იმედია უკვე ხვდებით რისი მიღწევა მინდა ამ პოსტით. რეალურ ცხოვრებაში ბევრადაა ნეგატიური დამოკდიებულება სხვადასხვა კატეგორიის გეი ადამიანების მიმართ, ჩვენივე საზოგადოების შიგნით და უკვე შენ თვითოვნე იწყებ შენი თავის სიძულვილს, იმიტომ, რომ არავის მოწონხარ. მაგრამ ვინღა რჩება LGBT ქომიუნითიში? აღარავინ. ბევრი გეი იძახის, რომ მიუხედავად, იმის, რომ ეს არ იყო ჩვენი არჩევანი და ასეთებად დავიბადეთ, არჩევანის საშუალება რომ ჰქონოდათ მაინც ასეთები იქნებოდნენ და იცით რატომ? იმიტომ, რომ მათ მიიღეს საკუთარი თავები ისეთად, როგორებიც სინამდვილეში არიან, დროა ჩვენც ასე მოვიქცეთ და ჩვენივე საზოგადოების წარმომადგენლებს გვერდით დავუდგეთ და შევწყვიტოთ ერთმანეთის დამცირება და დისკრიმინაცია სხვადასხვა ნიშანთვისებების გამო.


Featured Posts
Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
  • White Facebook Icon
  • White Twitter Icon
  • White Instagram Icon
  • White YouTube Icon

© 2023 by Random Musings. Proudly created with Wix.com

bottom of page